fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

“თევზის გრიპი” – ახალი თავის ტკივილი საბერძნეთში?!

საბერძნეთში და არა მარტო, ღორის გრიპის ეპიდემია იმდენად აქტიური იყო, რომ საზოგადოება ნამდვილად არ არის მზად ახალი ინფორმაციის მისაღებად. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, ბერძნული მედია საგულდაგულოდ მალავს მეცნიერების მიერ მიღებულ დასკვნებს.

საუბარია ე.წ. “თევზის გრიპზე”, რომელიც გულისხმობს დაავადებულ თევზებს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში იპოვეს, შემდეგ შემოწმებაზე გააგზავნეს და მეცნიერული დასკვნით მათ ღორის გრიპის მსგავსი მდგომარეობის გამოწვევა შეუძლიათ.

1 აპრილს ოფიციალურად დადასტურდა, რომ არსებობს “თევზის გრიპით” დაავადებული პირველი ადამიანი. ცნობილი არ არის, რომელი ქვეყნიდან არის ის, მაგრამ დაავადებული თევზების ხმელთაშუა ზღვაში გავრცელება ავტომატურად ზრდის შანსს, რომ ისინი საბერძნეთის წყლებში მარტივად მოხვდებიან.

რას უნდა ვუფრთხილდეთ?!

პირველ რიგში მეცნიერები გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ ცუდად შემწვარ თევზს.

მეორე რეკომენდაცია თევზთან უშუალო კონტაქტის თავიდან არიდებაა, თუმცა, სრულიად ბუნდოვანია თუ რომელ თევზზეა საუბარი ან როგორ უნდა შეძლოს მოსახლეობამ მათგან შორს ყოფნა.

“თევზის გრიპის” ერთადერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ადამიანისგან ადამიანისთვის გადადება შეუძლებელია.

დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით ვიხილავთ, თუკი მდგომარეობა სერიოზულ ეტაპამდე მივა და მედია ინსტრუქციებს გაავრცელებს.

 

onalem

ტესტ