fbpx
მსოფლიო

შეიძინეთ სახლი ევროპაში 1 ევროდ: სად როგორ? – იხილეთ ყველა დეტალი

ალბათ არ არსებობს ადამიანი, საკუთარი სახლი არ უნდოდეს. მით უმეტეს, თუ ეს სახლი ევროპის მოწინავე და მაღალგანვითარებულ ქვეყანაში იქნება და სულ რაღაც… 1 ევრო ეღირება!

ზღაპარი გგონიათ?
არა, ეს რეალობაა.

იტალიის, საფრანგეთისა თუ ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სწორედ ამ სახით მიიზიდოს მოსახლეობა იმ ადგილებში, რომლებიც უკვე იცლება და თუ ასე გაგრძელდა, გაქრობა ელით.
მაგრამ არსებობს განსაკუთრებული პირობა…

ქვემოთ რამდენიმე ადგილს გაგაცნობთ, სადაც სახლის ყიდვა 1 ევროდ შეგიძლიათ და ლინკებსაც შემოგთავაზებთ, რომლებზე გადასვლის შემთხვევაში დეტალურ ინფორმაციასაც იხილავთ.

საფრანგეთი

ბელგიასთან საზღვარზე მდებარე ქალაქი რუბე;
სახლის ფასი 1 ევრო;

განსაკუთრებული პირობა:

  • შენობა საკუთარი სახსრებით უნდა აღადგინოთ;
  • სახლის გაყიდვა ხუთი წლის განმავლობაში გეკრძალებათ.

ინგლისი

აქ ერთ ევროდ გასაყიდი სახლების რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს.

განსაკუთრებული პირობა:

  • ყიდვის მსურველმა უნდა წარადგინოს ცნობა, რომ საბანკო ანგარიშზე აქვს საკმარისი თანხა სახლის აღსადგენად;
  • თუ თანხა არ აქვს, მასთან გაფორმდება დაბალპროცენტიანი საკრედიტო ხელშეკრულება 30 ათას გირვანქა სტერლინგზე.
  • სახლის გაყიდვა 5 წლის განმავლობაში იკრძალება.
იტალია

მდებარეობს ზღვის დონიდან 950 მ სიმაღლეზე;
განთქმულია შესანიშნავი ეკოლოგიით.

განსაკუთრებული პირობა:

  • მყიდველმა სახლი საკუთარი სახსრებით უნდა აღადგინოს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიური მასალის გამოყენებით.
  • გარდა ამისა, ახალმა მფლობელმა აუცილებლად უნდა შეუნარჩუნოს შენობას ავთენტიკური იერსახე. ანუ აღდგენის შემდეგ, შენობა გარეგნულად სრულად უნდა შეესაბამებოდეს მანამდე არსებულს.
ლეჩე-ნეი-მარსი/ იტალია

სახლის შეძენა შეუძლია ნებისმიერს, ადგილზე რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.

განსაკუთრებული პირობა:

  • მყიდველმა უნდა გაიღოს ნოტარიუსის, უძრავ ქონებაზე უფლების გადაცემისა და საკადასტრო მოსაკრებელის ხარჯები.
  • გარდა ამისა, ყიდვის მომენტიდან ორი წლის განმავლობაში უნდა წარადგინონ რეკონსტრუქციის პროექტი და სამუშაოები უფლების მიღებიდან ორ თვეში დაიწყონ.
განჯი / იტალია

კომუნა სიცილიაზე;
მის ისტორიულ ცენტრში სახლები, რომლებსაც უმნიშვნელო რეკონსტრუქცია სჭირდება, 100 ევრო ღირს, ხოლო რომლებიც სერიოზულ აღდგენას მოითხოვს – სრულიად უფასოდ გადმოგეცემათ.

განსაკუთრებული პირობა:

  • სახლის აღდგენა საკუთარი სახსრებით მოგიწევთ.
  • ამას ემატება შეძენილი უძრავი ქონების გაფორმება, რაც სიცილიაზე 6 ათასი ევრო ღირს.
  • და კიდევ: განჯიში სახლის მყიდველმა რემონტი 5 წლის განმავლობაში უნდა გააკეთოს.
ავსტრია

2009 წლიდან უფასოდ სთავაზობენ მიწას ყველას, ვინც 10 წლის განმავლობაში იქ დაოჯახება-დაფუძნებას გადაწყვეტს.

განსაკუთრებული პირობა:

  • მიწის მფლობელებმა ნაკვეთზე სახლი 3 წლის განმავლობაში უნდა ააშენონ.
  • იმ შემთხვევეში, თუ პირობას დაარღვევენ, 12 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ ჯარიმის სახით.

წყარო: www.sputnik-georgia.com

onalem

ტესტ