fbpx
მსოფლიო

კიდევ ერთი ავიაკატასტროფა – დაღუპულია თვითმფრინავის 41 მგზავრი, მათგან 2 ბავშვია

მოს­კო­ვის „შე­რე­მე­ტი­ე­ვოს“ აე­რო­პორ­ტში მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას 41 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. და­ღუ­პულ­თა შო­რის ორი ბავ­შვია. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, აე­რო­პორ­ტში სა­გან­გე­ბო დაშ­ვე­ბი­სას „აერ­ოფ­ლო­ტის“ თვითმფრი­ნავს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. მგზავ­რე­ბი ლა­ი­ნე­რი­დან გა­მოს­ვლას სა­ა­ვა­რიო გა­მო­სას­ვლე­ლით ცდი­ლობ­დნენ.

ბორტზე 73 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის ხუთი წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. 33 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი გა­დარ­ჩა. 5 ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც „აერ­ოფ­ლო­ტის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, პი­ლო­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო სა­გან­გე­ბო დაშ­ვე­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა, ზუს­ტი მი­ზე­ზი არ და­ა­სა­ხე­ლეს.

მომ­ხდა­რის გამო, „შე­რე­მე­ტი­ე­ვოს“ აე­რო­პორ­ტი­დან რე­ი­სე­ბის ნა­წი­ლი სხვა აე­რო­პორ­ტებ­ში გა­და­ა­მი­სარ­თეს.

„აერ­ოფ­ლო­ტის“ ლა­ი­ნე­რი „სუ­ხოი სუ­პერ­ჯეტ 100“ „შე­რე­მე­ტი­ე­ვოს“ აე­რო­პორ­ტი­დან ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 18:02 წუთ­ზე აფ­რინ­და. იგი ქა­ლაქ მურ­მანსკში მიფ­რი­ნავ­და.

დაღუპული მგზავრების ოჯახები მთავრობისგან 1 მილიონი რუბლის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, დაშავებულები 500 ათას რუბლს.

ტრაგედიის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მომხდარის გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბების განკარგულება გასცა. როსტრანსნადზორი, თავის მხრივ, შეამოწმებს კომპანია „აეროფლოტს“, შერემეტიევოს და „გოსკორპორაციას“ საჰაერო გადაადგილების სწორად ორგანიზებაზე.

 

 

onalem

ტესტ