fbpx
მსოფლიო

თურქული ნაცისტური პარტია: ჩვენი დროშა ათენში ისევ აფრიალდება

თურქული ნაცისტური პარტიის მეთაური, მას შემდეგ რაც, ათენში ბერძნული ნაცისტური პარტიის, ოქროს განთიადის წევრების მსვლელობაზე თურქული დროშა დაწვეს, საბერძნეთს დაემუქრა.

პოლიტიკური პარტიის თურქი მეთაური მდგომარეობიდან გამოვიდა და საბერძნეთის სახელმწიფოს იმ პირების დაკავება მოსთხოვა, რომლებმაც ათენში თურქული დროშა დაწვეს.

ასევე დაამატა: “ჩვენ ერთ რამეს ვეუბნებით ბერძნებს, გაიხსენონ რომ, არც თუ ისე შორეულ წარსულში, მათ ტერიტორიაზე თურქული დროშა ფრიალებდა! ღმერთის დახმარებით, ჩვენი დროშა კიდევ იფრიალებს ათენში!”.

ბოლოს, მან ბერძნულ მხარეს სთხოვა, დაუბრუნონ ის თურქი სამხედროები, რომლებიც საბერძნეთმა შეიფარა და მხოლოდ ამის შემდეგ “მოიპოვებს” ქვეყანა იმის უფლებას, რომ თურქეთს ბერძენი სამხედროების ათენში დაბრუნება მოსთხოვოს.