“საქართველოში მამა და ძმები გვეძებენ, საფრთხეში ვართ” – საუდელი დები, რომლებიც თავს საქართველოს აფარებენ
საუდელი დები, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ, საქართველოს აფარებენ თავს და დახმარებას „ტვიტერზე“ ითხოვენ, მათ შესახებ მსოფლიოს უამრავი წამყვანი მედიასაშუალება წერს.
Fox News-ის ინფორმაციით, დები „ტვიტერზე“ ანგარიშით GeorgiaSisters წერენ. ისინი ამბობენ, რომ 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე და 25 წლის ვაფა ალ-სუბაიე არიან.
„თქვენი დაცვა გვჭირდება. გვსურს ვიპოვოთ ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს,“ – ამბობს ვიდეოში მაჰა.
დების განცხადებით, თუ იძულებულები გახდებიან, საუდის არაბეთში დაბრუნდნენ, მათ მოკლავენ. გოგონები ამბობენ, რომ საქართველოში მათ მოსაძებნად უკვე იმყოფებიან ძმები და მამა.
გოგონები „ტვიტერზე“ თავსაბურავის გარეშე ჩანან. დები ამბობენ, რომ სურთ მათი სახე ყველამ დაიმახსოვროს, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
„ოჯახის ზეწოლას გამოვექეცით, რადგან საუდის არაბეთში ჩვენ არანაირი კანონი გვიცავს,“ – ამბობენ გოგონები.
სხვა მიზეზების შესახებ, რის გამოც იძულებულები გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ, დები არ საუბრობენ.
We are Saudi sisters, my name is Maha and my sister Wafa. We are in danger. We need your support to deliver our voice. We want protection. We want a country to welcomes us and protects our rights. Please help us. Saudi government has canceled our passports. We are now in Georgia pic.twitter.com/aWdGtB8sE2
— georgia sisters (@GeorgiaSisters) 17 April 2019
This is us we had to show our faces so if something happened to us people would remember us if that didn’t help us it may help other Saudi girls in the future
Please follow the account it’s better than a hashtag that got off the trend in a split of a second pic.twitter.com/Atqvzf5yml
— georgia sisters (@GeorgiaSisters) 17 April 2019