fbpx
საზოგადოება

აკროპოლზე მეხი ჩამოვარდა – დაშავებულია ოთხი ადამიანი

დაახლოებით 16:30 საათზე აკროპოლის ტერიტორიაზე მეხი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, დაშავდა ოთხი ადამიანი.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, მეხი ბილეთების გასაყიდ პატარა ოფისს დაეცა, სადაც ფანჯრები ჩაიმსხვრა და ორი ტურისტი შუშების გამო დაშავდა. ადგილზე სწრაფად მობილიზდა სასწრაფო დახმარების მანქანა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაშავებულს, ისინი არქეოლოგი ქალები არიან.

ოთხივე მათგანი ევანგელისმოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბოლო დღეებში გაუარესებული ამინდის პირობებში საბერძნეთში 11.000-მდე მეხი ჩამოვარდა, მათ შორის 700 მხოლოდ ატიკის რეგიონში.

 

onalem

ტესტ