fbpx
საზოგადოებასაქართველო

დამელოდე, დე! მოვდივარ !!! – ქართველი ემიგრანტის 13 წლის შვილი სახურავიდან გადმოვარდა

13 წლის გო­გო­ნა, რუს­თავ­ში, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და. იგი მი­ღე­ბუ­ლი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც მედიისთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გო­გო­ნა რუს­თავ­ში კერ­ძო სკო­ლა “რე­ცა­ში” სწავ­ლობ­და. ის მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, დედა კი იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ო­დ იყო წა­სუ­ლი. ლი­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებ­მა დე­დას შე­ა­ტყო­ბი­ნეს და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჩა­ვიდა.

კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბი, სა­დაც შემ­თხვე­ვა მოხ­და, იხ­სე­ნებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 13:30 წუთ­ზე სა­დარ­ბა­ზოს კი­ბე­ებს გვი­და, რა დრო­საც იქ ორი უცხო გო­გო­ნა შე­ვი­და.

“რო­გორც გა­ვი­გეთ, გო­გო­ნა მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. რო­დე­საც აქ შე­მო­სუ­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე, ვკი­თხე, ვის­თან მი­დი­ოდ­ნენ, უცხო სა­ხე­ლი მი­თხრეს, ასე­თი ამ სა­დარ­ბა­ზო­ში არა­ვინ ცხოვ­რობს. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთ­ში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გარ­დაც­ვლილ­ში სწო­რედ ზე­ვით მი­მა­ვა­ლი გო­გო­ნე­ბი­დან ერთ-ერთი ამო­ვი­ცა­ნი” – ამ­ბობსკორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი კორ­პუ­სის სა­ხუ­რავ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ვა­რა­უ­დოდ, ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ავი­და, რა დრო­საც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩის კი­დევ ერთი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი აცხადებს, რომ სა­ხუ­რა­ვის კი­დე­ზე ჩა­ცუ­რე­ბუ­ლი ფეხ­საც­მლის კვა­ლი ჩანს.

ლიზის დედამ, მას შემდეგ რაც ტრაგედიის შესახებ შეიტყო, სოციალურ ქსელში დაწერა :

დამელოდეეე დეეეე მოვდივარ!!!

გარდაცვლილის მეგობრები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე, საიდანაც მოზარდი გადმოვარდა შესაძლებელი იყო კონფლიქტს ჰქონოდა ადგილი, რადგან მათი თქმით, გარდაცვლილი მშვიდი და უკონფლიქტო ბავშვი იყო. მათივე თქმით, რეალობას არ შეესაბამება ის მოსაზრება, რომ გოგონას სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება, რადგან მათ მეგობრის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი არ ახსოვთ.

 

onalem

ტესტ