fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიცია დამლაგებელი ქალის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც მოხუცებს აძინებდა და ძარცვავდა

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალმა თავისი კრიმინალური საქმიანობა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. მსხვერპლი კი ის მოხუცები იყვნენ, რომლებთანაც თავად მუშაობდა.

კერძოდ, უცხოელი ქალი სხვადასხვა საჩივრების საფუძველზე დააპატიმრეს. მას შემდეგ, რაც მასზე ძებნა გამოცხადდა, პოლიციამ მიაგნო და გამოძიების შედეგად დადგენილია მის მიერ ჩადენილი 6 დანაშაული.

თითოეულ შემთხვევაში ბულგარელი ქალი, რომელიც ახლა უკვე 50 წლის არის, მოხუცებთან მუშაობდა და როდესაც მათ სახლებს ალაგებდა, პოულობდა შანსს ჩაეყარა სასმელში ძილის წამალი, გაეთიშა ისინი და შემდეგ მოეგროვებინა სახლში ყველა ძვირფასი ნივთი, რასაც კი მიაგნებდა. როგორც მსხვერპლთა ნათესავები ამბობენ, ის მოხუცებს ყელიდან და ხელებიდანაც კი ხსნიდა სამკაულებს.

მას ჰქონდა რამდენიმე ტელეფონის ნომერი, რომლებიც სხვის სახელზე იყო დარეგისტირებული და როგორც კი დანაშაულს ჩაიდენდა, იმ დღესვე თიშავდა.

გარდა იმისა, რომ სახლებს ძარცვავდა, დიდი რისკის ქვეშ აყენებდა მოხუცების სიცოცხლესაც, რადგან მათი ორგანიზმი სუსტი იყო და რიგ შემთხვევებში დიდი ხნის მანძილზე იყვნენ გათიშულები, რის შემდეგაც საავადმყოფოში კვირების მანძილზე იწვნენ.

იულია ტოპალოვას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

onalem

ტესტ