fbpx
საქართველო

საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საქართველოში საყოველთაო კარანტიინი გამოცხადდა – ამის შესახებ გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში.

“საბოლოო მონაცემებით, ჩვენ ქვეყანაში უკვე 100 ინფიცირებული გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ 18 გამოჯანმრთელებული გვყავს, დინამიკა ინფიცირებულების ზრდის მაღალია. დღეს ჩვენ გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ, მარნეულში ასეთ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც გლობალურია, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო სახელმწიფო უწყებების შრომით და ჯანდაცვის სფეროს შრომით, არამედ ერთობლივი ძალებით.

სამწუხაროდ ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს გააზრებული რისკები, რომლებიც გადაადგილდებიან, მათ ვერ წარმოუდგენიათ რამდენად მაღალი რისკის შემცველია მათი ყოველდღიური წესის გაგრძელება. ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, არის მიუღებელი. ამიტომ ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს, ვფიქრობ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ესე მოქცევა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.

პრემიერთან შეხვედრა დღეს გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. საბჭოს წევრების გარდა, სხდომას ესწრებოდნენ თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობა.

onalem

ტესტ