fbpx
საბერძნეთი

საგანგებო ინფორმაცია ემიგრანტებისთვის: 2019 წლიდან პოლიცია ათენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული მედია საშუალებები ავრცელებენ. ათენის მეტროსა და ელექტრო მატარებლების სადგურებში სამოქალაქო დაცვის სამინისტრო პოლიციის თანამშრომლებს განათავსებს.

რამდენიმე სადგურში ოფიცრები აქამდეც გვხვდებოდნენ, თუმცა, ახლა გადაწყვეტილება სხვაგვარია. 2019 წლიდან ΟΑΣΑ  დაამზადებს სპეციალურ ბარათებს, რომლებიც გადაეცემათ პოლიციელებს. ეს ბარათები მათ უფასოდ მგზავრობის საშუალებას მისცემს. ამრიგად, ისინი თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნებისმიერ მეტროსადგურში და გააკონტროლებენ სიტუაციას.

როგორც ცნობილია, პოლიციის გაძლიერებული მუშაობა უკავშირდება გახშირებულ თავდასხმებსა და ქურდობის შემთხვევებს, რომლებიც სადგურებში ფიქსირდება.

მიუხედავად იმისა, რომ OASA უბილეთობაზე ყურადღებას არ ამახვილებს, მნიშვნელოვანია აუცილებლად ვიქონიოთ ბილეთი, რადგან კონტროლის შემთხვევაში, მეტი იქნება ალბათობა იმისა, რომ საქმეში სწორედ ოფიცრები ჩაერიონ.

აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვინც საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობს. ემიგრანტებმა, რომლებსაც არ აქვთ საბუთები, აუცილებლად უნდა იქონიონ ბილეთი.

onalem

ტესტ