fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის მოქალაქეობა ემიგრანტებს, რომლებმაც ქვეყანას ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს!

საბერძნეთის პრეზიდენტი, პროკოპის პავლოპულოსი, მოქალაქეობას ოფიციალურად გადასცემს სამ ემიგრანტს, რომელთაც ქვეყანას ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს.

ეგვიპტის ორ და ალბანეთის ერთ მოქალაქეს პავლოპულოსი უდიდესი პატივისცემისა და მადლობის გამოსახატად, საბერძნეთის მოქალაქეობას მიანიჭებს.

ამ ადამიანებმა 2018 წლის 23 ივლისს, მატის სასიკვდილო ხანძრისას, რომელსაც ჯამში 100 სიცოცხლე ემსხვერპლა, საკუთარი სათევზაო ნავებით უამრავი ადამიანი გადაარჩინეს. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერმა, ალექსის ციპრამ, მათთვის მოქალაქეობის გადაცემა გადაწყვიტეს.

“ეს არის მინიმალური გამოხატულება იმისა, თუ რა მადლობლები ვართ და რამხელა პატივია ჩვენთვის, იყვნენ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ნაწილი. მათი გმირული ქმედებები ყველასთვის დიდი მაგალითია,” განაცხადა შინაგან საქმე მინისტრმა, ალექსის ხარიცისმა სამთავრობო გაზეთთან.

50 და 46 წლის ეგვიპტელები და მათი 35 წლის ალბანელი კოლეგა საბერძნეთის მოქალაქეები, ნატურალიზაციის გზით, სულ მალე გახდებიან.

onalem

ტესტ