fbpx
საზოგადოება

მომდევნო 24 საათში თოვლი ათენში, თესალონიკსა და საბერძნეთის კუნძულებზე

ახალი ფენომენი, რომელიც საბერძნეთს თავს ხვალიდან დაატყდება, “სოფიას” სახელწოდებით არის ცნობილი. ის გამოიწვევს დიდი რაოდენობით ნალექს, თოვლის სახით, ათენში, თესალონიკსა და საბერძნეთის კუნძულებზეც.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, “პოლარული ექსპრესის” ფონზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და ყინვა გაგრძელდება 2-დან 9-10 იანვრამდე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში -17 გრადუსამდე დაეცემა, რაც ისტორიული მაჩვენებელია.

სიცივე საგრძნობი იქნება ხვალ დილის საათებიდანვე ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში.

განსაკუთრებით მზად უნდა იყვნენ ცენტრალური საბერძნეთის, მაკედონიის და თრაკის მოსახლეობა.

იონიის და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ასევე ითოვებს ზღვის დონიდან ძალიან დაბალ ტერიტორიებზეც კი.

თესალონიკში და ატიკაში მოსალოდნელია თოვლი, ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე.

onalem

ტესტ