fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: მოხუცი ცოლ-ქმარი გაძარცვეს და თითებიდან ქორწინების ბეჭდებიც კი დახსნეს

Grtimes.gr-ის ინფორმაციით, ოთხი შენიღბული მძარცველი მოხუცებულ ცოლ-ქმარს დაესხა თავს და სახლიდან 400 ევრომდე წაიღეს… რომ აღარაფერი დარჩათ, 83 წლის კაცსა და 74 წლის ქალბატონს თითებიდან ქორწინების ბეჭდებიც დახსნეს.

არსებული ცნობებით, შემთხვევა ეპანომის ტერიტორიაზე მოხდა. ცოლ-ქმარი დასაძინებლად დაწვა თუ არა სახლში ოთხი ნიღბიანი შეიჭრა და სხვადასხვა იარაღების მუქარით აიძულებდნენ ხმა არ ამოეღოთ.

“ვკითხე, თუ რა უნდოდათ. მათ კი მითხრეს, რომ უხმოდ მიმეცა ფული და ოქრო,” ამბობს მამაკაცი.

დაახლოებით 5 წუთში მათ შეძლეს 400 ევროს პოვნა, ქალს ყელიდან მოხსნეს ოქროს ყელსაბამი და ორივე მათგანს წაართვეს ქორწინების ბეჭდები, რომლებიც თითებზე ეკეთათ. მძარცველებმა დააზიანეს გარე განათება და ტელეფონის კაბელი, რათა მოხუცებს პოლიციაში არ დაერეკათ.

როგორც ცნობილია, მამაკაცს თავის არეში დაზიანება მიაყენეს და ის იატაკზე დაწოლილი სთხოვდა მანქანა მაინც არ მოეპარათ, რადგან დაშავებული იყო და საავადმყოფოში წასვლა შესძლებოდა. ვერც მობილურებიდან დარეკავდა, რადგან, ცხადია, ისინიც წაართვეს. ერთ-ერთმა მძარცველმა, რომელსაც გასაღები უკვე ხელში ჰქონდა, ის მამაკაცს მართლაც დაუტოვა.

პოლიცია იუწყება, რომ მოხუცების სახლიდან წასულებმა კიდევ გაძარცვეს სხვა ოჯახი იგივე ტერიტორიაზე.

83 წლის მამაკაცი გენიმატას საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა. ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასვლას გეგმავს, რადგან იგივე სახლში დარჩენის ძალიან ეშინიათ.

onalem

ტესტ