fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთი არ გეხუმრებათ, თუ გემს გაუშვებთ, დაძაბულობას ელოდეთ!” – მერკელი ეროდღანს აფრთხილებს

ტელეკომპანია Open-ის კორესპონდენტის ინფორმაციით გერმანიიდან, ირკვევა, რომ ეგეოსის ზღვაში, ფაქტობრივად, საბრძოლო ვითარების დე-ესკალაციაში ერთ-ერთი მთავარი როლი კანცლერმა, ანგელა მერკელმა ითამაშა.

თავად გერმანიის კანცლერის ჩარევის შედეგი იყო ის, რომ საბოლოოდ თურქეთმა ზღვაში არ გაუშვა თავისი სამეცნიერო ხომალდი, Oruc Reis, კვლევების ჩასატარებლად.

კერძოდ, მერკელის გაფრთხილება ერდოღანის მიმართ არის ასეთი: “თურქეთს ბევრი პრობლემა ექნება არა მხოლოდ საბერძნეთთან, არამედ მთელ ევროპასთან, თუ ასე გააგრძელებს. ამ გამოწვევების შედეგები იქნება ძალიან მძიმე. ბერძნები არ გეხუმრებიან, თუ ნავს გაუშვებთ, ელოდეთ დაძაბულ ეპიზოდებს.”

აღნიშნული განცხადება მერკელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბერლინში მას კირიაკოს მიცოტაკი შეხვდა და დიალოგი გამართეს.

აშკარაა, რომ გერმანიას სურს მოლაპარაკება, რაც ნიშნავს, რომ ანკარა-ათენი ერთ მაგიდაზე უნდა დასხდნენ. თუმცა, ბერლინის მხრიდან აშკარა გახდა, რომ ეს არ მოხდება, ვიდრე თურქეთი მსგავსი პროვოკაციებით იქნება დაკავებული. თავის მხრივ, ბერძნული მხარეც ხაზგასმით აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ დიალოგს, იარაღით ხელში.

onalem

ტესტ