fbpx
საზოგადოება

“რულას წინააღმდეგ მტკიცებულებები ურყევია, მაგრამ ის სამაგალითო დედა და მეუღლე იყო” – მანო დასკალაკის განცხადება

დღეს მანო დასკალაკი ეველპიდონში გამომძიებლის წინაშე წარსდგა, გამოსვლის შემდეგ კი, პირველი განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ შოკირებულია იმ ყველაფრით, რაც მის ოჯახში ხდება.

როგორც ჟურნალისტებს უთხრა “ძალიან მძიმე წუთები უდგას” და ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია, ვინაიდან რულა პისპირიგუ ამ დრომდე მისთვის სამაგალითო მეუღლე და დედა იყო. მიუხედავად ამისა, დასძენს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც რულას წინააღმდეგ გამოძიებას აქვს, ურყევი და მტკიცეა.

დასკალაკი ამბობს, რომ სურს სიმართლე გამომჟღვანდეს დანარჩენ ორ ბავშვთან, მალენასთან და ირიდასთან დაკავშირებითაც.

აღსანიშნავია რულა პისპირიგუს ნათქვამიც, მანოსთან დაკავშირებით, რომ ის არ არის “ანგელოზი”, როგორც საზოგადოებაში ჩანს, ევგენია კუტრას ნათესავების მოსაზრებით კი, დასკალაკი უნდა იყოს ეჭვმიტანილი, ვინაიდან გამოსაძიებელია, როგორ მოხვდა მის ხელში 69 წლის კუტრასგან გენერალური მინდობილობა და როგორ მოახერხა, რომ მის ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დეტალებში გაცნობოდა.

onalem

ტესტ