fbpx
საზოგადოება

ქსოვრელებისა და გიორგი შოშიტაშვილის კონცერტი ათენში კვირას, 10 მარტს

ათენში კვირას, 10 მარტს, ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი ჩამოდიან. კონცერტი ჩატარდება მეტაქსურგიოზე, ფსარონის 4-ში მდებარე რესტორანში “Χalkias Palace”.

რესტორანში სასიამოვნო გარემოა, დიდი სივრცე, სადაც გარდა იმისა, რომ ქსოვრელებისა და გიორგი შოშიტაშვილის არაჩვეულებრივ შესრულებას მოისმენთ, გექნებათ საშუალება, რომ გაერთოთ და იცეკვოთ.

ქსოვრელების რეპერტუარი ტრადიციულ ქართულ სუფრას ზუსტად მიესადაგება და 10 მარტს მოგეცემათ შესაძლებლობა რამდენიმე საათით დაბრუნდეთ სამშობლოში, ქართული მუსიკის ფონზე.

ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 699 877 22 78.

დასაწყისი 14:00 საათზე.

onalem

ტესტ