fbpx
საზოგადოება

“თუ საქმეს თავს დავანებებ, უკეთესი დედა ვერ ვიქნები” – სია კოსიონი

ის დედა პირველად გახდა და ყველა მიზეზი აქვს, რომ ბედნიერი იყოს!

ბოლო ინტერვიუში სია კოსიონიმ ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა ის დედობამ და როგორი დამოკიდებულება აქვს თავისი სამსახურისადმი:

“დედობა უამრავ პრიორიტეტს აჩენს. მე მინდა უფრო მეტი დროის გატარება ჩემს შვილთან, ვიდრე სხვა რამის კეთება. ეს სხვა რამეები კი ერთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი მეგონა. დედობამ მე ბევრად უფრო მგრძნობიარე გამხადა. უფრო მეტად ვუკვირდები, თუ რას ვაკეთებ. გავხდი მგრძნობიარე ისეთი საკითხების მიმართ, რომლებიც ადრე გულზე არ მეხებოდა.

– დატოვებთ ოდესმე თქვენს საქმეს შვილის გამო?

“კარგი დედები ბედნიერები არიან. ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ იმისთვის, რომ ქალი პიროვნულად სრულყოფილი იყოს, უნდა იყოს პროფესიულად რეალიზებულიც. თუ საქმეს თავს დავანებებ, უკეთესი დედა ვერ გავხდები. ამ შემთხვევაში, იმ ძალას და შთაგონებას დავკარგავ, რასაც ჟურნალისტიკა მაძლევს.”

onalem

ტესტ