fbpx
პოლიტიკა

ხვალ ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტში ისაუბრებს – პარტიათა უმრავლესობა მას დიდი ინტერესით ელის

ხვალ, 7 აპრილს, საბერძნეთის პარლამენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

12:00 საათზე ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირდაპირ ეთერში ჩაერთვება და სიტყვით გამოვა, რომელიც დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდება. როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საბერძნეთშიც, პარტიათა უმეტესობა, დიდი ინტერესით ელის გმირი ხალხის თავდადებულ ლიდერს.

როგორც უკვე ცნობილია, ზელენსკის ჩართვა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი მას პირადად დაუკავშირდა და შესთავაზა საკუთარი ქვეყნის პარლამენტში ესაუბრა. ამით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის ჩართვასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება გამოხატეს მხოლოდ მცირე პარტიებმა, ΚΚΕ (კომუნისტური პარტია) და “Ελληνικη Λυση”.

“ეს არის სომბოლური გზა, გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიმართ, რომლებიც ახლა დიდ გამოცდას გადიან,” აცხადებს პარლამენტის სპიკერი, კონსტანტინოს ტასულიც.

onalem

ტესტ