fbpx
პოლიტიკა

ერდოღანის გაფრთხილება საბერძნეთს და კვიპროსის ბრძოლა უფლებებისთვის

კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, საბერძნეთი და კვიპროსი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბუნებრივი რესურსების მოპოვებას.

“ჩვენ არასდროს დავუშვებთ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბუნებრივი რესუსრსების მოპოვებას. ჩვენ და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ამის წინააღმდეგები ვართ”, – განაცხადა ანადოლუს სააგენტომ პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით.

თურქეთის ლიდერმა ამის თაობაზე საზღვაო ძალების ცერემონიაზე ისაუბრა სტამბოლში, რომლის დროსაც რიგით მესამე სამხედრო გემი MILGEM-ი წარადგინეს.

მან თქვა, რომ ისინი, ვინც ფიქრობდნენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ან ეგეოსზე თურქეთის საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამდნენ, უნდა გააანალიზონ, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს.

“ჩვენ არ ვაკონტროლებთ ქვეყნების უფლებებს, კანონებს და ტერიტორიებს. ჩვენ მხოლოდ ჩვენი და მოძმე ქვეყნების უფლებებს ვიცავთ”, – დაამატა ერდოღანმა.

თურქეთი თანმიმდევრულად ეწინააღმდეგება კვიპროსის მთავრობის საქმიანობას ხმელთაშუაზღვისპირეთში და ამბობს, რომ თურქ კვიპროსელებსაც აქვთ უფლება ამ ტერიტორიაზე არსებულ რესურსებზე.

ასევე, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა – ჰულუსი აქარმა აღნიშნა, რომ ეგეოსის და ხმელთაშუაზღვისპირეთის არცერთ პროექტს, რომელშიც თურქეთი არ მიიღებს მონაწილეობას, გადარჩენის შანსი არ აქვს.

“თურქეთის შეიარაღებული და საზღვაო ძალები ყველა საჭირო ზომას მიიღებენ ქვეყნის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად” – დასძინა აქარმა.

 

onalem

ტესტ