fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქართველმა პატიმარმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, გასულ შაბათს კერკირას ციხიდან გაქცევა სცადა

ქართველმა პატიმარმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი კერკირას ციხეში, გასულ შაბათს გაქცევა სცადა.

ის ციხის გალავანიდან გადმოხტა, დაშავდა და დაცვის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავიდან ჩანდა, რომ ქართველმა მიზანს მიაღწია და თითქმის გააღწია თავი ციხიდან, თუმცა გადმოხტომის შემდეგ დაშავდა და ვეღარ შეძლო გაქცევა. ეს ინციდენტი გასულ შაბათს 18:00 საათზე მოხდა.

პოლიციელებმა ის იპოვესპოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი სასწრაფოს მანქანით და 3 პოლიციის მანქანის ესკორტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ფეხის მძიმე დაზიანება მიიღო.