fbpx
კრიმინალი

მშობლები 8 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას ითხოვენ

8 წლის ბერძენი ბავშვი გრიპის ვირუსის გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

როგორც ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრში (ΚΕΕΛΠΝΟ) აცხადებენ, ბავშვს არ ჰქონია სასუნთქ სისტემასთან ან გულთან დაკავშირებული სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც შეიძლება დამამძiმებელ გარემოებად ჩაითვალოს. ამ ინფორმაციას გოგონას დედაც ადასტურებს.

8 წლის ბავშვი პატრასში, კარამანდანიოს საავადმყოფოში მაღალი სიცხითა და კრუნჩხვებით გადაიყვანეს. ექიმებმა პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, რის გამოც ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, ხოლო 1 კვირის შემდეგ მისმა ორგანიზმმა სიცოცხლისუნარიანობა დაკარგა და ბავშვი გარდაიცვალა.

რეანიმაციული განყოფილების მთავარი ექიმის განცხადებით, მათ ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, არ შეუძლიათ სიკვდილის მიზეზის დადგენა. ეს მხოლოდ გვამის გაკვეთის შედეგად გახდება ცნობილი.

ΚΕΕΛΠΝΟ-ს ინფორმაციით წელს გრიპის ვირუსით 101 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 267 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. ამ რიცხვში შედიან 8-9 წლის ბავშვები.

წელს ΚΕΕΛΠΝΟ-ს მონაცემებს კიდევ ერთი ბავშვი შეემატა, რომელსაც გრიპის ვირუსით დაინფიცირებამდე ბევრი სხვადასხვა დაავადება აღენიშნებოდა.

onalem

ტესტ