fbpx
კრიმინალი

მენიოს ფურთიოტი პოლიციამ დააკავა – კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, თაღლითობა და შანტაჟი

მენიოს ფურთიოტი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ საბერძნეთის პოლიცია იცავდა და ჯავშანმანქანით გადაადგილდებოდა, ახლა ოფიცრების ხელში ჩავარდა და სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული. მის გარდა დაკავებულია კიდევ ორი პირი.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ფურთიოტის კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, თაღლითობა და შანტაჟის მცდელობა ედება ბრალად.

სამივე დაკავებული გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ამ დროისთვის არსებობს ინფორმაცია, რომ ფურთიოტის კავშირი ჰქონდა კალაშნიკოვით თავდასხმის შემთხვევასთან და ასევე, დიონისოში, მისი სახლის გარეთ, ცეცხლგამჩენი მოწყობილობის განთავსებასთან.

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ ფურთიოტის იცავდა 4 პოლიციელი, ერთი მანქანითა და ერთი მოტოციკლით. ისინი 24 საათის მანძილზე ემსახურებოდნენ სახლსა თუ სამუშაო ტერიტორიაზე.

ფურთიოტი გადაადგილდებოდა სპეციალური მანქანით, რომელიც თავად მან შეარჩია და ჰქონდა უსაფრთხოების თითქმის 100%-იანი გარანტია.

 

onalem

ტესტ