fbpx
საბერძნეთი

ორშაბათიდან საბერძნეთში SMS 13033-ზე უქმდება?! ნახეთ, რა არის მოსალოდნელი

საზოგადოება მოუთმენლად ელის საბერძნეთში SMS-ებით გადაადგილების გაუქმებას. როგორც მოსალოდნელიამ, 3 მაისიდან წესით აღარ უნდა იყოს საჭირო 13033-ზე კოდების გაგზავნა, ვინაიდან გაიხსნება კაფეები და ტავერნები, ხოლო 10 მაისიდან სკოლები.

მიუხედავად ამ ლოგიკისა, მაინც გაუგებარი რჩება, თუ როდის იხსნება აღნიშნული ვალდებულება. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, ექსპერტთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მომდევნო 48 საათში მთავრობის წარმომადგენლები გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისისთვის ოფიციალურად იხსნება ტურიზმიც და ამ დროისთვის ქვეყანა შემზღუდველი ზომებისგან, ლოგიკურად, სრულიად თავისუფალი უნდა იყოს.

დიდი ალბათობით, 3 მაისიდან SMS-ები აღარ დაგვჭირდება. მთავრობის სპიკერი, არისტოტელია პელონი აცხადებს:

“თუკი გაიხსნება კაფეები და ტავერნები, ლოგიკურია, რომ გადაადგილებაზე აკრძალვა მოიხსნას და დაშვებული გახდეს მუნიციპალიტეტებს შორის მიმოსვლაც. ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად მომევნო ორ დღეში გვექნება ინფორმაცია.” 

 

onalem

ტესტ