fbpx
კრიმინალი

“მარკელა ყოველთვის მომწონდა, ეს ბავშვი “ჩემთვის” მინდოდა” – 33 წლის ქალმა გოგონას კოკაინი მიაღებინა

საბერძნეთის პოლიცია 10 წლის გოგონას გატაცების საქმეზე გამოძიების დეტალებს ავრცელებს. ვრცელდება ახალი ჩვენებებიც, რომლებიც მისმა 33 წლის გამტაცებელმა მისცა და ახლა სრულიად სხვაგვარად საუბრობს.

უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანესია აღვნიშნოთ, რომ ბავშვს სხეულში აღმოუჩინეს ორი სახის ნარკოტიკი, კოკაინი და ალპრაზოლამი. ბრალდებული ამას თავად აღიარებს და ასახელებს დოზას, რომელიც მისცა. ეს არის დოზა, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია ბავშვის მოკვლა, მარკელა კი, უბრალოდ, იღბლიანი აღმოჩნდა.

33 წლის ამ დრომდე გაურკვეველი ფსიქიკის ადამიანი აცხადებს, რომ გატაცების მიზანი გოგონაზე ზრუნვა იყო, რომ ის უნდოდა, როგორც საკუთარი შვილი. ეს ჩვენება შეცვლილია, ვინაიდან თავდაპირველად ამბობდა, რომ ბავშვი მისი სექსუალური შევიწროვების მიზნით გაიტაცა.

“ის აბები, რომლებიც მას მივეცი (ალპრაზოლამი -3 აბი) ექიმის გამოწერილია, თუმცა, რეცეპტი აქ არ მაქვს. მე ის მომწონდა როგორც ბავშვი, მარკელა ყოველთვის მომწონდა, ნეტავ, ჩემი შვილი ყოფილიყო. მე ვიცნობდი მის ოჯახს და მინდოდა, რომ ერთად გვეცხოვრა. ეს ბავშვი ჩემთვის მინდოდა.

იმ დღეს ტაქსი ავიყვანე და სკოლაში წავედი. როცა გამოვიდა, მეგობართან ერთად იყო, დავუძახე და ვკითხე, ვახსოვდი თუ არა. ვუთხარი, რომ მისი დედა ვიყავი. როცა კალამარიაში, სახლში მივედით, მაკიაჟი გავიკეთეთ და ფოტოებს ვიღებდით. შემდეგ ტელევიზორს ვუყურებდით და მარკელამ იქ ნახა, რომ მას ეძებდნენ. მაშინ დავიძაბე და გოგონაც ანერვიულდა. სწორედ ამიტომ მივეცი მას ნარკოტიკული საშუალებები. ამის შემდეგ მარკელას უკვე აღარაფერზე ჰქონდა რეაქცია. ვუთხარი, რომ მეორე დილით უკვე სახლში დაბრუნდებოდა და შაბათს გაზგასამართ სადგურთან დავტოვე. ტაქსი ავიყვანე და კატერინის სანაპიროზე წავედი,” ასეთია მისი ბოლო სიტყვები.

ვიდრე კატერინში დააკავებდნენ, მან მოასწრო თმის შეღებვა და შეჭრა და ფიქრობდა, რომ ამ გზით პოლიციას თავს აარიდებდა. ასევე, დალეწა თავისი ლეპტოპი.

გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 33 წლის ქალს ჰყავს შვილი, რომელიც, სავარაუდოდ, მასთან ერთად აღარ ცხოვრობს.

ბრალდებულის სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართება.

onalem

ტესტ