fbpx
საზოგადოება

ლარისა: ყოველწლიურად ქალზე ძალადობის 300 შემთხვევა ფიქსირდება

ლარისას მუნიციპალიტეტის საკონსულოს მიხედვით, ყოველწლიურად, ოჯახში ძალადობის და ქალის შეურაცხყოფის, მინიმუმ, 300 ფაქტი მაინც ფიქსირდება.

RES-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ინციდენტები მოიცავს როგორც სიტყვიერ და ფიზიკურ, ასევე სექსუალური ძალადობის ფაქტებს. საჩივრები შედის უშუალოდ მსხვერპლისგან, მისი ნათესავებისგან ან ანონიმური მოქალაქეებისგან, რომლებსაც პირადად აქვთ შემჩნეული ძალადობის შემთხვევები.

ლარისას მუნიციპალიტეტის შესაბამისი განყოფილების მონაცემებით, 2013-2015 წლებში 31 ქალი და ბავშვი გადაცხოვრდა მუნიციპალიტეტის სპეციალურ საცხოვრებლებში, 2015-2018 წლებში კი, 84-მა ქალმა და ბავშვმა დატოვა საკუთარი სახლი და სპეციალურ საცხოვრებლებში გადავიდა, რათა თავი დაეცვა ძალადობისგან და ყველა საჭირო მომსახურება მიეღო.

ოჯახური ძალადობის და ქალის შეურაცხყოფის პრობლემის განხილვისას, სოციალური ინტეგრაციის, დასაქმების და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვასილიკი დონატანიტი აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ რთულია და უკავშირდება ისეთ თემებს, როგორიცაა: სიღარიბე, საზოგადოებაში არმიღება, ფსიქიატრიული დაავადებები, დისკრიმინაცია და მრავალი სხვა.

თუმცა, ბოლო წლებში, ძალადობის ფენომენი, ძირითადად, ეკონომიკურ კრიზისთან არის დაკავშირებული, რომელმაც უამრავ ოჯახზე მოახდინა ზემოქმედება. “ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელ წლებში, სწორედ იმ ოჯახებში ფიქსირდება ძალადობის ფაქტები, რომელშიც ფინანსური სიძნელეებია წარმოქმნილი. საკმაოდ მაღალი განათლების მქონე წყვილებსაც კი, რომლებსაც ნორმალური ოჯახური ურთიერთობები ჰქონდათ, ხშირად ექმნებათ კონფლიქტური სიტუაციები ფინანსური პრობლემების გამო. კონფლიქტი კი, მთელ ოჯახს აზარალებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს,” – აღნიშნავს ბატონი დონოვანანიტის.

 

onalem

ტესტ