fbpx
საზოგადოება

კირიაკოს მიცოტაკიმ ახალი ციფრული ასისტენტის პრეზენტაცია გააკეთა – ის ხელოვნური ინტელექტით მუშაობს და მოქალაქეებს მოემსახურება

პირველი ციფრული ასისტენტი, რომელიც მუშაობს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, კირიაკოს მიცოტაკიმ დღეს წარადგინა. ის მოემსახურება მოქალაქეებს, რომლებიც ეწვევიან Gov.gr-ს, რათა იპოვონ სასურველი სერვისი.

ახალი ციფრული ასისტენტი ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და ჩატბოტის ფორმა აქვს, რომელშიც შესაძლებელია, რომ ნებისმიერმა მსურველმა დასვას კითხვა, ის კი, უპასუხებს, იმის მიხედვით, თუ რა შინაარსის არის ეს შეკითხვა. ამ წუთისთვის სისტემაში არსებობს 1.608 სერვისის შესახებ ინფორმაცია და შეუძლია, რომ მარტივად მოგიძებნოთ სასურველი მომსახურების განყოფილება.

ეს აპლიკაცია არის პირველი ევროპაში, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სამთავრობო სერვისების ფართო მოდერნიზაციისთვის, განსაკუთრებით მოქალაქეებთან ურთიერთობის ნაწილში, რათა გაამარტივოს მათი ყოველდღიური ცხოვრება და წვდომა საჭირო მომსახურებაზე.

საბერძნეთი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, რომ ციფრულიზაციით ბიუროკრატიული პროცედურები გაამარტივოს.

onalem

ტესტ