fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი ევიაში – მზადდება მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ევიაში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს და უფრო და უფრო იმატებს მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა, ვინაიდან ცეცხლმა უკვე სოფელ კრემასტოს მიაღწია.

როგორც ირკვევა, ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე, 21 მანქანა, 9 თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენი.

გამომდინარე იქიდან, რომ ქრის საკმაოდ ძლიერი ქარი, ევიის გუბერნატორის მოადგილე, შესაბამის სამსახურთან ერთად, სოფლის ევაკუაციის გეგმას ამზადებს. სოფელ კრემასტოში მოსახლეობას ამის შესახებ სიტყვიერად უკვე აცნობეს და ასევე იგეგმება 112-ის საშუალებით შეტყობინების გაგზავნაც.

onalem

ტესტ