fbpx
საბერძნეთი

რატომ არ იკეთებდნენ ძველი ბერძნები სხეულზე სვირინგებს?!

ძველი ბერძნები სხეულებზე სვირინგებს არ იკეთებდნენ, არამედ უკეთებდნენ მათ, ვისი დამცირება და შეურაცხყოფაც სურდათ. მეორე შემთხვევაში კი, სვირინგი იყო მტკიცებულება, რომ ადამიანი ვინმეს საკუთრება, ანუ მონა იყო.

ირკვევა, რომ თუ ბატონს მონა გაექცეოდა და შემდეგ მას იპოვიდნენ, სვირინგს უკეთებდნენ, რათა მათი ამოცნობა მარტივი ყოფილიყო.

სვირინგი უძველეს საბერძნეთში იყო დასჯის ერთგვარი გზა. როგორც ცნობილია, დიოგენეს ჰყავდა მონა, რომელიც ვერ უძლებდა მის ქვეშევრდომობაში ყოფნას და გაექცა კიდეც. ის მალევე იპოვეს დიოგენეს მეგობრებმა და უთხრეს მას, რომ მონა სწორედ სვირინგის გაკეთებით უნდა დასჯილიყო.

მიუხედავად ამისა, დიოგენემ უარი განაცხადა და თქვა: “მონას შეუძლია იცხოვროს დიოგენეს გარეშე, მაგრამ დიოგენეს არ შეუძლია იცხოვროს მონის გარეშე.”

 

onalem

ტესტ