fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დააკავეს ბერძენი პოლიციელი, რომელიც კოკაინით მოვაჭრეთა დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა

საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი კოლეგებმა მძიმე ბრალდებით დააკავეს. როგორც ირკვევა, 33 წლის პოლიციელი კოკაინით ვაჭრობის დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა და ის პასუხისგებაში მიეცემა.

საერთო ჯამში დაკავებულია კრიმინალური ორგანიზაციის 4 წევრი და კიდევ 37 ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა სხვადასხვა გზებით, რომ ნარკოტიკებს დანიშნულების ადგილამდე მიეღწიათ.

მედია იუწყება, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და კრიმინალური დაჯგუფება სულ მცირე 2021 წლის სექტემბრიდან მოქმედებდა ატიკის მასშტაბით. მათ, სულ მცირე, 162 ადამიანზე გაასაღეს კოკაინი და ჯამში 5.340 ევროს სარგებელი აიღეს, ამ შემთხვევებიდან.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია როგორც კოკაინი, ასევე სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები, თანხა და ტექნიკა, რომელსაც კომუნიკაციისთვის იყენებდნენ.

onalem

ტესტ