fbpx
საზოგადოება

დასაფასებელი ქმედება: ბერძნებმა ქართველი ავადმყოფი მამაკაცი კრეტადან ათენში თვითმფრინავით გადმოიყვანეს

უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. კუნძულ კრეტადან ათენში გადმოიყვანეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ტუბერკულოზის დიაგნოზი აქვს დასმული.

როგორც ირკვევა, ქართველმა მამაკაცმა ხანიის საავადმყოფოს გუშინ მიმართა, საიდანაც სასწრაფო დახმარების მანქანით ირაკლიოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, მისი მდგომარეობის გამო უკვე ათენში, “სოტირიას” საავადმყოფოში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.

ბერძნებმა ამისთვის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი და სპეციალური კაფსულა გამოიყენეს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს ათენში.

ამჟამად ქართველი მამაკაცი “სოტირიაში” სპეციალურ განყოფილებაში მკურნალობს.

იხილეთ კადრები:

 

onalem

ტესტ