fbpx
ჯანმრთელობა

“35 გრადუსზე კორონავირუსი მხოლოდ 2 წუთი ცოცხლობს” – სოტირის ციოდრასის განცხადება სიცხის და ვირუსის ურთიერთქმედებაზე

პროფესორმა სოტირის ციოდრასმა ისაუბრა ტემპერატურის მატებასა და კორონავირუსის რეაქციაზე. ინფექციონისტმა განაცხადა, რომ 100%-იანი კვლევები არ არსებობს, მაგრამ, დიდი ვარაუდით, ნესტი, სიცხე და ულტრაიისფერი გამოსხივება ხელს შეუშლის სასიკვდილო ვირუსის გავრცელებას, ანუ კორონავირუსი გახდება ნაკლებად გადამდები:

“ამერიკელი მეცნიერების სიტყვებზე დაყრდნობით ვიტყვი, რომ ვირუსი ნაკლებად მდგრადია ნესტისა და სიცხის მიმართ. მაგალითად, ფოლადის ზედაპირზე კორონავირუსი ძალას დაახლოებით 18 საათში კარგავს და კვდება, მაგრამ 35 გრადუსზე მისი სიცოცხლისუნარიანობა 2 წუთამდე მცირდება. კორონავირუსი გაცილებით დიდხანს იცოცხლებს დახურულ, მშრალ სივრცეებში. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მისი გადადების უნარი 20%-ით შემცირდება ზაფხულში.

მეორე მხრივ კი, გაურკვეველია თუ მაგალითად, რატომ არის ინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევა სინგაპურში, სადაც ტემპერატურა არ არის დაბალი. ეს აჩენს კითხვებს კორონავირუსისა და კლიმატის ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით.

ასევე, არსებობს კვლევა, რომელიც უკავშირდება სინთლისა და სიბნელის გავლენას ვირუსზე. ბნელ ოთახში ვირუსი ძლიერი დაახლოებით 1 საათის მანძილზე რჩება, ხოლო მზის სინათლეზე დაახლოებით 90 წამში უძლურდება.”

onalem

ტესტ