fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ბინადრობის ნებართვა საბერძნეთში სულ მცირე, 7 წლით მცხოვრები პირებისათვის

– საბერძნეთში პირის ხანგრძლივი (სულ მცირე, 7 წელი) ცხოვრების შემთხვევაში, მასზე შეიძლება გაიცეს ბინადრობის ნებართვა, თუკი უკვე არ ფლობს ასეთ ცნობას, რომლის მოქმედების ვადა განცხადების შეტანამდე 10 წლის განმავლობაში ამოიწურა, მაგრამ აქვს საბუთი, დამადასტურებელი მჭიდრო კავშირებისა საბერძნეთთან;

– შესაბამისი განცხადება განიხილება, თუ დაინტერესებული მოქალაქე, გარდა (ა) პასპორტის ან იმ დოკუმენტებისა, რომელთა მეშვეობითაც დასტურდება პასპორტის
წარდგენის შეუძლებლობა და (ბ) შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის ქვითრისა, წარმოადგენს შემდეგ საბუთებს:

  • საბერძნეთში შემოსვლის ვიზა, გაცემული შესაბამისი საკონსულო სამსახურის მიერ, განცხადების შეტანამდე, სულ მცირე, 3 წლით ადრე, ან სარწმუნო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ: უწყვეტ 7-წლიან ბინადრობას საბერძნეთში; და
  • განსაკუთრებულ კავშირებს ამ ქვეყანასთან, რის გამოც აუცილებელია მისი დარჩენა საბერძნეთის რესპუბლიკაში.

თუ გსურთ დახმარება რათა მოიპოვოთ ბინადრობის ნებართვა, შეავსეთ აღნიშნული ფორმა და ჩვენს მიერ რეკომენდირებული საადვოკატო ბიურო (Advalaw – Νομικοί Σύμβουλοι) დაგიკავშირდებათ:

    შესავსები ფორმა

    მისამართი: სოფოკლეუს 7-9, პლატია კოძიას გვერდით (ომონიიდან, ფეხით 3 წუთია საჭირო რომ მიხვიდეთ)
    სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე. დილის 9-დან საღამოს 5-მდე
    ტელეფონი: 211-1054100

    – სარწმუნო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ უწყვეტ 7-წლიან ბინადრობას საბერძნეთში, შეიძლება იყოს:

    • საბერძნეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განმცხადებლის ან მისი
      შვილების სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტები;
    • განცხადება დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის, ან საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მოთხოვნაზე;
    • განცხადება ბინადრობის ნებართვის მოთხოვნაზე, ანდა ძველი ნებართვის გაგრძელებაზე, და შესაბამისი ორგანოდან მიღებული უარყოფითი პასუხების ასლები;
    • წინა (წარსულში მოქმედი) დროებითი ბინადრობის ნებართვები;
    • საგადასახადო დეკლარაციების ასლები;
    • გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების საბუთი; (Α.Φ.Μ) საბერძნეთის სახელმწიფო დაზღვევის საბუთი;
    • ჯანდაცვის წიგნაკი (აღარ მოქმედებს 2016 წლიდან);
    • განმცხადებლის სახელზე გამოწერილი ელექტროენერგიის (ΔΕΗ), ტელეკომუნიკაციის (ΟΤΕ), წყლისა და დასუფთავების (ΕΥΔΑΠ), ასევე მობილური ტელეფონის გადასახადთა გადახდის ქვითრები;
    • საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების ამონაწერი;
    • წარმოშობის ქვეყნებში ფულადი გზავნილების დამადასტურებელი საბუთები, გაცემული საკრედიტო ორგანიზაციების ან იმ საშუამავლო ფირმების მიერ, რომელთა ზედამხედველობას, 3862/2010 კანონის თანახმად, ახორციელებს საბერძნეთის ეროვნული ბანკი;
    • ბერძნული ენის კურსებზე დასწრების დამადასტურებელი მოწმობები;
    • სასამართლო დადგენილებები, მათ შორის, დეპორტაციის ან სამშობლოში დაბრუნების შესახებ, რომლებიც არ აღსრულდა;
    • ძველი პასპორტის (ყველა გვერდის) ასლი;
    • სამოქალაქო რეესტრის აქტების ჩანაწერები, გამოცემული საბერძნეთში;
    • სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის დამადასტურებელი საბუთები;
    • ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები, შედგენილი განმცხადებლის თანდასწრებით;
    • საპოლიციო განყოფილებაში დაცული ჩანაწერების ამონარიდი დანაშაულებისა და ინციდენტების შესახებ;
    • სამსახურებრივი ოფიციალური ჩანაწერები ქვეყნიდან გამგზავრების განკარგულების თაობაზე;
    • პირადი ხასიათის დოკუმენტები, კერძო პირთა განცხადებები და მსგავსი საბუთები, რომლებიც არ არის სარწმუნო, ვერ ჩაითვლება საბერძნეთში უწყვეტი ბინადრობის დამადასტურებლ საბუთებად.

    – საბერძნეთთან მჭიდრო კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტები

    ასეთი დოკუმენტები შეიძლება იყოს:

    • ბერძნული ენის კურსებზე დასწრების დამადასტურებელი მოწმობა;
    • საბერძნეთის პირველი ან მეორე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • წინა (წარსულში მოქმედი) ბინადრობის ნებართვა;
    • საგადასახადო დეკლარაციების ასლები;
    • საბერძნეთის სახელმწიფო დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი;
    • საბერძნეთის მოქალაქესა ან „თანამემამულის სპეციალური პირადობის მოწმობის“
    • მფლობელ პირთან ნათესაური კავშირების დამადასტურებელი საბუთი;
      ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი საბუთები;
    • საბანკო გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები;
    • განმცხადებლის თანდასწრებით შედგენილი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები.

    – საბერძნეთთან კავშირების დამადასტურებელ დოკუმენტებად არ ჩაითვლება:

    • გამამტყუნებელი სასამართლო გადაწყვეტილებები; სამედიცინო გამოკვლევების შედეგები; საპოლიციო სამსახურის ოფიციალური შეტყობინება რაიმე დარღვევის შესახებ; ფიზიკური პირების მიერ გაცემული ცნობები ანდა ფიზიკურ პირთა განცხადებები;
    • უცხო ქვეყნების საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული ცნობები, რომლებიც ახასიათებს მოქალაქეს უარყოფითად; და დოკუმენტები, რომელთა ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელია;
    • თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე წარმოადგენს თითო-თითო დოკუმენტს მაინც, რომლებიც ადასტურებენ ქვეყანაში მის 7-წლიან ბინადრობას და მჭიდრო კავშირებს საბერძნეთთან,
      კომპეტენტური ორგანო გასცემს განცხადების ე.წ. „ჩაბარების ცნობას“, რომელიც იცავს დეპორტაციისაგან (იურიდიული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ 7-წლიანი ბინადრობის დასამტკიცებლად, აუცილებელია დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა თითოეულ
      წელზე);
    • თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ვერ წარადგენს ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან რომელიმეს, კომპეტენტური ორგანო გასცემს განცხადების ე.წ. „მიღების ცნობას“. ამ ცნობის მიხედვით, „ბინადრობის მოწმობის ასაღებად განცხადების შეტანა თავისთავად არ გულისხმობს განმცხადებლისათვის ბინადრობის უფლების მინიჭებას წარდგენილი საბუთების შესწავლამდე“. განცხადების მიღებაზე გაცემული ამგვარი ცნობა არ იძლევა მუშაობის უფლებას, არ გახლავთ განცხადებაზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა და არ იცავს დეპორტაციისაგან;
    • 2017 წლიდან მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა, ბინადრობის ნებართვის მიღებაზე განცხადებასთან ერთად, უნდა წარადგინონ თავიანთი ბიომეტრიული მონაცემები (ციფრული ფოტო, თითების ანაბეჭდები, ხელმოწერის ნიმუში) და გადაიხადონ მოსაკრებელი 16 ევროს ოდენობით, რათა მიიღონ ბინადრობის ელექტრონული ნებართვა. ასეთ ნებართვას აქვს 2-წლიანი ვადა და მისი მოქმედება აითვლება შესაბამისი განცხადების ჩაბარების თარიღიდან.

    თუ გსურთ დახმარება რათა მოიპოვოთ ბინადრობის ნებართვა, შეავსეთ აღნიშნული ფორმა და ჩვენს მიერ რეკომენდირებული საადვოკატო ბიურო (Advalaw – Νομικοί Σύμβουλοι) დაგიკავშირდებათ:

      შესავსები ფორმა

      მისამართი: სოფოკლეუს 7-9, პლატია კოძიას გვერდით (ომონიიდან, ფეხით 3 წუთია საჭირო რომ მიხვიდეთ)
      სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე. დილის 9-დან საღამოს 5-მდე
      ტელეფონი: 211-1054100