fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთი: ქართული ღვინის, “გიუაანის” წარმატება და 5 ჯილდო – 2 ოქრო, 2 ვერცხლი 1 ბრინჯაო

გიუაანის ქართული ღვინის წარმატება და 5 ჯილდო საბერძნეთში – 2 ოქრო, 2 ვერცხლი 1 ბრინჯაო

სალონიკში გამართულ „მე-18-ესაერთაშორისოღვინისფესტივალზე“ ქართულმა ღვინის კომპანია გიუაანმა 5 მედალი მოიპოვა. გიუაანის მწვანე ქვევრმა და რქაწითელი ქვევრმა ოქროს მედლები, მანავი კასრმა და როზე საფერავი-კაბერნემ ვერცხლის მედლები, ხოლო მანავმა კი ბრინჯაოს მედალი მიიღო. გიუაანის ღვინოებმა ბერძენი და საერთაშორისო ექსპერტების დიდი მოწონება დაიმსახურა.

საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობა ღვინის 746-მა სხვადასხვა სახეობამ მიიღო. მათ დეგუსტაციას ბერძენი და უცხოელი ენოლოგების, ღვინის სპეციალისტებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი 5 სხვადასხვა კომიტეტი ახდებდა. ღვინოები შემდეგი ქვეყნებიის წამყვანი კომპანიების მიერ იყო წარმოდგენილი: საბერძნეთი, საქართველო, ბრაზილია, კვიპროსი, თურქეთი და გერმანია.

„ღვინის უდიდესი ტრადიციების ქვეყანაში ასეთი შეფასების მიღება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გიუაანი მოხვდა 6 კომპანიას შორის, რომელთაც შაბათს, 10 მარტს დაგეგმილ გამოფენაზე ტრიბუნას დაუთმობენ. გიუაანის მეღვინეს მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა პროფესიონალი ენოლოგებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ღვინის სპეციალისტების წინაშე ისაუბროს ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციასა და გიუაანის ქვევრის ღვინოებზე, რომელთაგან ორმა ოქროს მედლების მოპოვება შეძლო“ განაცხადა კომპანიის დირექტორმა გიორგი სურგულაძემ.

ფესტივალის ფარგლებში, ათენში, 10, 11 და 12 მარტს კონკურსში მონაწილე ღვინოების გამოფენა და დეგუსტაცია გაიმართება. დეგუსტაცია Oenorama 2018-ის ეგიდით Zappeion Megaro Exhibition Hall & Conference Centre-ში მოხდება. მასზე დასწრება ფასიანია. დაინტერესებული მომხმარებელი შეძლებს თავად დააგემოვნოს და შეაფასოს სხვადასხვა კომპანიის ღვინო.

ქართული ღვინო გიუაანის შეძენა უკვე საბერძნეთშიც შეგიძლიათ.ღვინის შესაძენად შეგიძლიათ დარეკოთ საბერძნეთში ტელ.: +302122135300, +306992497900, საქართველოში ტელ.: +995 32 20 400 20. იხილეთ გიუაანის ოფიციალური facebookგვერდი: www.facebook.com/Giuaani

მაღაზიების მისამართების ნახვაშეგიძლიათ ბმულზეhttp://www.giuaani.ge/addresses/