fbpx
საბერძნეთი

ბინა კოლონაკში, რომელზეც სტეფანოს კასელაკიმ არჩევანი შეაჩერა – ღირებულება 1,7 მილიონი ევროა

ბერძნული მედია ავრცელებს ბინის კადრებს, რომლის შესაძენად ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, სტეფანოს კასელაკიმ თანხის ნაწილი უკვე გადარიცხა. საუბარია კოლონაკში მდებარე ბინაზე, რომლის ღირებულებაც 1,7 მილიონი ევროა და 2022 წლის შემდეგ იყიდებოდა.

როგორც კადრებიდან ჩანს, ბინა სრულად არის განახლებული, მიუხედავად იმისა, რომ ძველ კორპუსში მდებარეობს, აშენების წელი 1971-ია.

ბინის ფართობი 246 კვადრატული მეტრია, აქვს სამი საძინებელი და სამი საპირფარეშო, გაერთიანებულია მე-3 და მე-4 სართულზე.

როგორც ირკვევა, ბინის საფასური თავდაპირველად 2,2 მილიონ ევროდ განისაზღვრა, იმის მიხედვით, გაიყიდებოდა ავეჯით თუ ავეჯის გარეშე. შემდეგ ეს თანხა 1,9 მილიონამდე ჩამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ მეპატრონე ფასის დაკლებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა, 2023 წელს კასელაკიმ მიაღწია შეთანხმებას, რომ შეეძინა 1,7 მილიონ ევროდ.

ამ ეტაპზე ბინა უკვე გაყიდულად ითვლება, მხოლოდ ფორმალური პროცედურებია დასასრულებელი.

onalem

ტესტ