fbpx
საზოგადოება

ატიკა სრულ კარანტინს უახლოვდება – როდის იქნება ეს ერთადერთი გამოსავალი?!

მას შემდეგ, რაც თესალონიკში სრული კარანტინი გამოცხადდა, ექსპერტები ატიკის რეგიონთან, შესაბამისად ათენთან დაკავშირებით აკეთებენ განმარტებებს. ალკივიადის ვატოპულოსი სრულიად დასაშვებად მიიჩნევს, რომ სულ რამდენიმე დღეში დედაქალაქშიც იგივე მოხდეს, რაც ახლა თესალონიკში ხდება.

“თუკი ატიკის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა კიდევ გაგრძელდა, ჩაკეტვა იქნება ერთადერთი გზა, რომელიც გვრჩება.

იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში ვიხილავთ მიღებული ზომების შედეგებს და რიცხვების შემცირებას. არ მგონია, რომ 2-3 დღეში დაფიქსირდეს 4.000 შემთხვევა, მაგრამ შეიძლება გვქონდეს 2.500.

მინდა მჯეროდეს, რომ 10 დღეში უკვე დავინახავთ გარკვეულ ცვლილებას. 

მიუხედავად იმისა, არის თუ არა საწოლები რეანიმაციულ განყოფილებებში, ეს არის ავადმყოფობა, რომელიც ძალიან მძიმეა და ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა.

ჯანდაცვის სისტემა განიცდის დიდ ზეწოლას და მართლაც მცირდება საწოლების რიცხვი. სწორედ ამიტომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ პრევენციაზე. ახლა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,” აცხადებს პროფესორი.

 

 

onalem

ტესტ