fbpx
საზოგადოება

ათენი: ორშაბათიდან ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში ასვლა მხოლოდ წინა კარიდან იქნება შესაძლებელი

ბერძნული საინფორმაციო წყარო www.lifo.gr ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორშაბათიდან, 2 ივლისიდან, ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში ასვლა, ათენის მასშტაბით, მხოლოდ წინა კარიდან იქნება შესაძლებელი.

მგზავრები იძულებულები იქნებიან მძღოლის თვალწინ გააქტიურონ თავიანთი ბილეთი და იმგზავრონ წესების შესაბამისად.

ამ დრომდე უცნობია, ექნებათ თუ არა მძღოლებს უფლება, არ აუშვან უბილეთო მგზავრი ავტობუსში.

ასევე, ბუნდოვანი რჩება საკითხი, როგორ გაკონტროლდება ის, თუ ვინ რომელი კარით ისარგებლებს.

როგორც OASA-ს ხელმძღვანელობა იუწყება, ამჟამად ავტობუსებსა და ტროლეიბუსებს მთელი ქალაქის მასშტაბით მხოლოდ 15 კონტროლიორი ჰყავს, ხოლო 65 მათგანი ჯერ კიდევ გადამზადებას გადის.

გავრცელდა მოსაზრება, რომ აღნიშნული ცვლილება ძალაში ორშაბათიდან არ შევა და ეს მხოლოდ საზოგადოების შემამზადებელი განცხადებაა.

onalem

ტესტ