fbpx
კრიმინალი

ათენი: კიდევ ერთმა გოგონამ 22 წლის ბიჭი ამოიცნო და აცხადებს, რომ გასულ ზაფხულს მისი გაუპატიურება სცადა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცს, გარდა სექსუალური ღირსების შელახვისა, ახლა გაუპატიურების მცდელობაც ედება ბრალად. ერთ-ერთმა გოგონამ, მისი დაკავების ამბის გავრცელების შემდეგ, ის ამოიცნო და აცხადებს, რომ სწორედ ის არის უცნობი, რომელიც გასულ ზაფხულს თავს დაესხა და მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა.

ირკვევა, რომ ინციდენტი აღბეჭდილია ვიდეოზეც, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე მოიპოვეს. 22 წლის გოგო ამბობს, რომ მამაკაცი თავს სახლის შესასვლელთან დაესხა და მისთვის ტანსაცმლის შემოხევას ცდილობდა. მან შეძლო და პირბადე მოხსნა წინააღმდეგონის გაწევისას, რის შედეგადაც, მისი სახე კარგად დაინახა და ვიდეოზეც საკმაოდ სუფთად ჩანს.

22 წლის მამაკაცი დროებით გათავისუფლებულია, მისი სასამართლო პროცესი კი პარასკევს, 14 მაისს შედგება. ოჯახი ვერ იჯერებს, რომ მათი შვილი ამ დონემდე მივიდა, რადგან არასოდეს არ შეუტანიათ ეჭვი და არ შეუმჩნევიათ, რომ მსგავსი ქმედებები შეიძლებოდა გამოევლინა.

onalem

ტესტ