fbpx
საზოგადოება

რა შეიცვლება საბერძნეთში პარასკევიდან – რამდენიმე საათი საბოლოო გადაწყვეტილებებამდე

საბერძნეთში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. ექსპერტები ხვალ გამოაცხადებენ, თუ რა ზომები მოიხსნება 14 მაისს საბერძნეთში, შესაბამისად, რა სახის თავისუფლება გვექნება 15 მაისიდან.

კერძოდ, ხვალ საბჭო იკრიბება შემდეგი საკითხების განსახილველად: SMS-ის გაუქმება და გადაადგილებაზე აკრძალვის მოხსნა, რეგიონებს შორის გადაადგილების დაშვება და ა.შ.

ხუთშაბათისთვის უკვე მოსალოდნელია, რომ ტურიზმის მინისტრმა, ხარის თეოხარისმა წარმოადგინოს კონკრეული გეგმა, რომლის მიხევითაც საბერძნეთის ეკონომიკის ძირითად დასაყრდენი, ტურიზმი ამუშავდება და მიიღებს პირველ ვიზიტორებს.

მოსალოდნელია, რომ SMS-ების გაუქმებასთან ერთად, ასევე გაუქმდეს მაღაზიებში ვიზიტის დანიშვნის ვალდებულება და მოსახლეობას პირდაპირ შეეძლება სავაჭროდ წასვლა.

გარდა ამ ყველაფრისა, საბჭო განიხილავს საკითხს, თუ ვისთვის გახდება სავალდებულო სწრაფი ტესტების გაკეთება. ასევე, რესტორნებისა და ტავერნების სამუშაო გრაფიკმა შეიძლება გადაიწიოს 1 საათით და გადაადგილების აკრძალვა ძალაში შევიდეს 00:30 საათიდან, შესაბამისად, კაფეებმა იმუშაონ ღამის 12 საათამდე.

ხვალ საღამოს მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში ზომების მოხსნის შემდეგ ეტაპებს გაგვაცნობენ.

onalem

ტესტ