fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 35 წლის მამაკაცი AstraZeneca-თი ვაქცინაციის შემდეგ მარცხენა ფეხის პარალიზებით საავადმყოფოში მოხვდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში, ახალგაზრდა მამაკაცი მარცხენა ქვედა კიდურის პარალიზებით საავადმყოფოში მოათავსეს.

ირკვევა, რომ მან 12 დღის წინ აგიოს ნიკოლაოსში მდებარე ვაქცინაციის ცენტრში AstraZeneca-ს ვაქცინით გაიკეთა აცრა და თრომბოზი განუვითარდა, რამაც, როგორც ჩანს, მარცხენა ფეხის პარალიზება გამოიწვია.

ახალგაზრდა მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც ბრწყინვალედ ჩაიარა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ