fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი შემთხვევა საბერძნეთში: მამაკაცმა დედა მოკლა და ორ დღეში თავი მოიკლა

შოკიმომგვრელი შემთხვევა საბერძნეთში, კერძოდ, პტოლემაიდაში მოხდა. პოლიციას სახლში შესვლისას საზარელი სურათი დახვდა. შოკურ მდგომარეობაშია მამაკაციც, რომელიც ადგილზე პირველი მივიდა და გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვა.

როგორც მედია იუწყება, 50 წლის მამაკაცმა 74 წლის დედა იარაღით მოკლა, ხოლო ორი დღის შემდეგ თავი მოიკლა. მათ ქალის მეორე შვილი ეძებდა, რომელიც მუდმივად ათენში ცხოვრობს. ვინაიდან სატელეფონო კავშირზე ვერ გადიოდა, პტოლემაიდაში მყოფ ბიძას სთხოვა, რომ სახლში მიეკითხა მათთვის.

მამაკაცი მივიდა და ვინაიდან კარი არავინ გაუღო, მისი შემტვრევა დასჭირდა. საბოლოოდ, დედა-შვილის ცხედრები იპოვა.

ირკვევა, რომ 50 წლის მამაკაცს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა წლების მანძილზე, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ რამ მიიყვანა იმ ზომამდე, რომ დედას ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ცხადია, საქმის გამოძიება რთული იქნება, ვინაიდან არ არსებობენ თვითმხილველები და გაურკვეველი დარჩება მკვლელობისა და თვითმკვლელობის ზუსტი გარემოებები.

onalem

ტესტ