fbpx
კრიმინალი

საშინელ ავარიას კიფისოს გამზირზე სამი ადამიანი ემსხვერპლა

ბლერინა გური კიფისოს გამზირზე მომხდარი საზარელი ავარიის მესამე მსხვერპლია. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის ყოველ დილით, მამასთან ერთად მიდიოდა, რომელიც საცხობში მუშაობდა. მამაკაცი, ისევე როგორც დიმიტრი პაბუკო, რომელიც მეორე, ასევე საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას მართავდა, შეჯახებისას ადგილზე გარდაიცვალა.

ყველაფერი დილის 06:00 საათზე მოხდა, როდესაც სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმოჩილა და მეორე მხარეს უკონტროლოდ გადავიდა. საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანების მძღოლებმა რეაგირება ვერ მოასწრეს და ისინი, სამსახურში მიმავალი ადამიანები, მათთვის ერთ ჩვეულებრივ დილას, სიცოცხლეს გამოესალმნენ.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან და სატვირთოს მძღოლს სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში სდებენ ბრალს, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად სატვირთოს მძღოლმა ძმა და შვილი 8 წლის წინ სწორედ ავტოავარიაში დაკარგა.

მძღოლი პერისტერიში პოლიციის განყოფილებაში რჩება, რათა ხვალ პროკურორის წინაშე წარსდგეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:

onalem

ტესტ