fbpx
კრიმინალი

ათენი: ბერძენმა მამაკაცმა ბენზო ხერხით საკუთარი დის მოკვლა სცადა

დაუჯერებელი შემთხვევა დღეს ათენში, კერძოდ, ილიუპოლის ტერიტორიაზე მოხდა. 47 წლის მამაკაცი კიპრიანუს ქუჩაზე მდებარე კორპუსში მივიდა და ჯერ საკუთარ ბიძას დაესხა თავს, შემდეგ კი დის მოკვლა განიზრახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენ მამაკაცს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის ბიძასთან მივიდა და ყალბი იარაღით ემუქრებოდა. შემდეგ ამავე კორპუსის პირველ სართულზე ავიდა და შიგნით შეჭრას ბენზო ხერხით ცდილობდა. ამ საჭრელი იარაღით საკუთარი დის მოკვლა ჰქონდა განზრახული.

როგორც ირკვევა, მან შესვლა ვერ მოახერხა, პარალელურად კი ქალმა პოლიცია გამოიძახა და მამაკაცის დააკავეს.

onalem

ტესტ