fbpx
ემიგრაციული სიახლეები

იოსებ ნანობაშვილი სანდორინზე მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს შეხვდა

2017 წლის 29 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფილებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი, საბერძნეთის კიკლადების რეგიონის კუნძულ სანდორინზე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კუნძულზე მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს შეხვდა.

შეხვედრაზე ელჩმა მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდა საბერძნეთში საქართველოს საელჩოს და მისი საკონსულო სამსახურის საქმიანობის, მიღწეული შედეგების, არსებული პრობლემებისა და მომავალი გეგმების შესახებ.

მოქალაქეებს ეცნობათ, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით საელჩო განსაკუთრებულ მუშაობას აგრძელებს საბერძნეთის შესაბამის უწყებებთან, რათა საბერძნეთის საზღვრის უვიზოდ კვეთასთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირება იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და კოორდინირებული.

საქართველოს ელჩმა ქართველ თანამემამულეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშესაწყობად ბერძნულ მხარესთან საქართველოს საელჩოს მიერ დაწყებული თანამშრომლობის შესახებ.

განხილულ იქნა ქართული დიასპორისათვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის საელჩოსთან კომუნიკაციის გააქტიურებისა და საელჩოს საქმიანობაში ქართული დიასპორის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხები.

onalem

ტესტ