fbpx
საბერძნეთი

20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული 7 პოლიციელი უდანაშაულოდ სცნეს – ყველა მათგანი სამსახურს უბრუნდება

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პერამაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 7 პოლიციელი უდანასაულოდ სცნეს და ყველანაირი შემზღუდველი ზომების გარეშე გაათავისუფლეს. თითოეული ოფიცერი საკუთარ სამსახურს დაუბრუნდება.

პოლიციელებმა ოფიციალურ ჩვენებში კატეგორიულად უარყვეს ბრალდება და განაცხადეს, რომ მკვლელობა მათი მიზანი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა. ცეცხლის გახსნის ფაქტი კი, იმით ახსნეს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ოფიცრები დაიღუპებოდნენ.

ალექსის კუგია, რომელიც პოლიციელთა ადვოკატია, აცხადებდა, რომ ისინი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ 20 წლის ბიჭის გარდაცვალების გამო და მათი ქმედება მხოლოდ თავდაცვას უკავშირდებოდა.

ოფიცერთა გათავისუფლების გადაწყვეტილებას დიდი სიხარულით შეხვდნენ მათი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც სასამართლოს გარეთ ელოდებოდნენ.

onalem

ტესტ