ხვალ მთელ საბერძნეთში მაღაზიები ღია იქნება – იხილეთ განრიგი

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 14 იანვარს, მთელი საბერძნეთის მასშტაბით მაღაზიები ღია იქნება. დაწესებული სამუშაო საათებია 11:00-დან 18:00 საათამდე, თუმცა, სუპერმარკეტები და მაღაზიების გარკვეული რაოდენობა 20:00 საათამდე იმუშავებს.

ამავე დროს, კერძო სექტორში დასაქმებული თანამშრომლები სწორედ კვირა დღეს გაფიცვას აცხადებენ.

ამ კვირას და ასევე დანარჩენი სამი კვირის მანძილზე მაღაზიების თანამშრომლებს დასვენების დღე არ ექნებათ. ფასდაკლებებთან დაკავშირებით, ისინი თებერვლის ბოლომდე უწყვეტად იმუშავებენ.

melano

ტესტ