fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: გარდაცვლილია ორი ალპინისტი

ორი ალპინისტი, რომლებიც შაბათის შუადღისიდან იძებნებოდნენ, სამწუხაროდ მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს საბერძნეთის კაიმაკცალანში.

ალპინისტები მაკედონიიდან იყვნენ და როგორც ჩანს, ხრამში ჩავარდნენ.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა მათი ძებნა შაბათიდან დაიწყო და სამწუხაროდ კვირას, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.

დაკარგულები ქალი და მამაკაცია, წყვილი, და როგორც ცნობილი გახდა, ისინი ჰიკერების დაჯგუფებასთან ერთად იყვნენ, თუმცა, გაურკვეველია თუ რატომ ჩამორჩნენ დანარჩენ გუნდს.