საბერძნეთში საქართველოს მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო – სიკვდილის წინ ქალმა წერილი დატოვა

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე, 50 წლამდე ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს, ამის შესახებ ქართველი ჟურნალისტი, ვახო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქალმა გარდაცვალებამდე ოჯახს წერილი დაუტოვა.

,,გარდაცვალებამდე მან ოჯახს წერილი დაუტოვა. ის წლების განმავლობაში საბერძნეთში, ერთ-ერთ ოჯახში მოსამსახურედ მუშაობდა,” – აღნიშნავს ჟურნალისტი.

შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.