fbpx
მოგზაურობა

ეწვიეთ საბერძნეთის შემოდგომა-ზამთრის ყველაზე პოპულარული კურორტებს

მთელი წლის განმავლობაში, მთის ქედების, კედრის ტყეების და ხშირი ფიჭვნარის ხედებით დატკბებით ძუმერკაში, სასტუმრო Orizontes Tzoumerkon-ში.

1000 მეტრის სიმაღლეზე, ეპირუსში, მთიან ძუმერკაში, მდებარეობს სოფელი პრამანტა, სადაც თქვენ ნახავთ საბერძნეთის პოპულარულ კურორტს, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს.

მუხისა და ფიჭვის ტყეები, მწვერვალი სტროგულა და მშვენიერი ლანდშაფტი განცვიფრებულს ტოვებს განურჩევლად ყველა სტუმარს.

სასტუმრო შედგება 12 ფართო ნომრისგან, რომლებიც სპეციალურად შექმნილია მშვიდი და სარელაქსაციო გარემოს შესაგრძნობად.

მინიმალისტური და სადა სტილის ოთახები გთავაზობთ ბუნების ულამაზეს ხედებს. ნომრები გაწყობილია ხის იატაკით, ქვის კედლებით და ხის მაღალი ჭერით. სასტუმრო თანამედროვე სტილშია კეთილმოწყობილი, სერვისი მოიცავს WIFI-სა და კონდიცირებას.

სასტუმრო Orizontes Tzoumerkon-ის რესტორანი გთავაზობთ ეპირუსისა და ძუმერკას ტრადიციულ კერძებს, საერთო შიდა სასადილოში, რომელსაც უამრავი გასტრონომიული ჯილდო აქვს მიღებული. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ღვეზელები და ახლად მომზადებული, მოშუშული ხორცი, გამომცხვარი პური, ყველი ფეტა, ადგილობრივი ხორცი და სხვა კერძები.

ასევე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყავა, დესერტები ან სასმელი და დატკბეთ ულამაზესი მთის ხედებით.

სასტუმროდან 21 კმ-ის დაშორებით განლაგებულია ტრადიციული სოფლები – სირაკო და კალარიტის. ასევე, კურორტთან ახლოს უამრავი ბილიკი და ვიწრო გზაა.

onalem

ტესტ