fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალი სანტორინზე ჩავიდა, შვილი კი გემზე დარჩა

“მარტო სახლში” ეს ფილმი ყველასთვის ძალიან ცნობილია, თუმცა, ამჯერად მსგავსი შემთხვევა საბერძნეთში დაფიქსირდა. ქალი ზაფხულის გასატარებლად კუნძულზე წავიდა. როდესაც გემი სანტორინის პორტში შევიდა, ის ბორტიდან ჩავიდა, ხოლო შვილის წაყვანა დაავიწყდა.

12 წლის ბიჭი კვლავ თავის ადგილას იჯდა და მუსიკის მოსმენისას ჩასძინებოდა.

ისინი სანტორინზე ხანიიდან ჩავიდნენ.

ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან შვილის ძებნა მოგვიანებით დაიწყო, თუმცა, გემი უკვე სხვა კუნძულისკენ იყო დაძრული.

მოზარდის შესახებ ეკიპაჟს შეატყობინეს და ბიჭი მალევე იპოვეს. ის ტელეფონით დედას გაესაუბრა, თუმცა, ჯერ კიდევ შოკში იყო… მიდიოდა სრულიად მარტო, სხვა კუნძულისკენ.

ბავშვმა გემის დატოვება მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც ისინი უკან, სანტორინზე, რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდნენ.

onalem

ტესტ