საბერძნეთი: გოგონა, რომელსაც მამა ქუჩაში სცემდა, უცნობს მანქანაში ჩაუჯდა, რათა გაქცეულიყო

უპრეცენდენტო შემთხვევა შაბათს ღამით მოხდა, როდესაც 11 წლის გოგონა გამვლელ მძღოლს მანქანაში ჩაუხტა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მძღოლმა რეაგირებაც კი ვერ მოასწრო. შემდეგ კი გაირკვა, რომ მცირეწლოვანი საკუთარი მამისგან გაქცევას ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლასითიში 38 წლის მამაკაცი სასტიკად სცემდა თავის გოგონას ხალხის თვალწინ. და ეს არ იყო პირველი შემთხვევა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მათ დაინახეს მამაკაცი, რომელიც გამეტებით ურტყამდა და მიწაზე ახეთქებდა თავის შვილს.

“მას გოგონა ეჭირა და ძირს ახეთქებდა, ურტყამდა. იქ სხვა ბავშვებიც იყვნენ და ყველა მის შესაჩერებლად მივედით. შემდეგ კი პოლიციაში დავრეკე. ეს ძალიან ტრაკიგული სანახავი იყო. კაცი ამბობს, რომ გოგონა დაუმორჩილებელია და სახლიდან დაუკითხავად მიდის ხოლმე, მაგრამ ასეთ ქმედებას გამართლება არ აქვს.”

მოგვიანებით, მამაკაცმა დაკავებისას განაცხადა, რომ მისი შვილი საშინლად იქცევა და სახლიდან გარბის ხოლმე.

ცნობილია, რომ დაკავებული რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა, საბერძნეთის პოლიციამ საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიანიჭა და მის წინააღმდეგ საჩივარი უკვე შეტანილია.

melano

ტესტ